logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება
- +

20 აპრილი. 2023. 20:49

 

"მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერნიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად.- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავად გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner