logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ
- +

20 აპრილი. 2023. 20:54

 

"სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილიყვნენ, სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მოდით, ახლა ყველამ იძულებული გავხადოთ, რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის საქმიანობას არ შეაფერხებს.

ჩვენ არც პარლამენტის საქმიანობას შევაფერხებთ, კენჭსაყრელი საკითხებიც თავის დროზე იქნება გადაწყვეტილი, თემებსაც გავივლით და გარანტიას ვაძლევ მათ, პარლამენტის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როგორ და რა გზით, რეგლამენტი წაიკითხონ და იქნებ იქ რაღაც-რაღაცები აღმოაჩინონ და შემდეგ მკითხაობა არ მოუწიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner