logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ვალდებული ვარ, ხარვეზებზე საჯაროდ ვისაუბრო
- +

1 სექტემბერი. 2016. 18:03



თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მის მიმართ ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. 



მისი თქმით, ის როგორც თავდაცვის მინისტრი, ზრუნავს ჯარისკაცების ინტერესებზე.



ჩემი განცხადება ემსახურება ერთადერთს - დავიცვა თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება და შევქმნა ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობები მოღვაწეობისთვის. ჯარისკაცმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი და მშვიდობიან პირობებში, ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ თავიდან იქნას საფრთხეები აცილებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი ვალდებული ვარ, პირველ რიგში ასეთ უსაფრთხოებაზე ვიზრუნო. შესაბამისად, თუ არსებობს ხარვეზები, ვალდებული ვარ, რომ ამ ხარვეზებზე საჯაროდ ვისაუბრო ერთადერთი მიზნით, რაც ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო - ჯარისკაცის ინტერესების, მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიზნით", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner