logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია
- +

20 აპრილი. 2023. 23:57

 

 

როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო - აი,ე ს არის ის მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები. „ქართული ოცნება“ ხომ სვამს კითხვას, სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც? ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი უყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუკი მტკიცებულებები არ არის, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner