logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს პარლამენტში ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ ზის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მანდატების შეწყვეტაზე და ღილაკს თითი არ დააჭირა
- +

20 აპრილი. 2023. 23:59

 

 

ოპოზიცია, დღეს პარლამენტში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მანდატების შეწყვეტაზე, არ დააჭირა ღილაკს თითი და ამით გადავარჩინეთ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტი და გადავარჩინეთ მათი ამომრჩევლების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენ რომ მაშინ მათთვის დაგვეჯერებინა, ისინი დღეს ქართულ პარლამენტში კი არა, ქუჩაში იქნებოდნენ. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად ვიქცევით, იმის გამო რომ წინ გვაქვს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მათ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა გაიტანონ და ჩვენს ევროპული ინტეგრაციას ძირის გამოუთხარონ.

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. დღეს ყველა უნდა ვარწმუნებდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა, რომელიც შარშან დაუშვა - გამოსასწორებელია, ყველას უნდა ვარწმუნებდეთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი მესამედაც არ შედგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner