logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხს კენჭი ვუყაროთ და ოპოზიცია ამ საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგება
- +

21 აპრილი. 2023. 00:21

 

 

იმედი მაქვს, საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხს კენჭი ვუყაროთ და ოპოზიცია ამ საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხი კენჭისსაყრელ საკითხებში დააბრუნეს.

 

„არ შეიძლება ეს საკითხი ასე უსასრულოდ თაროზე იყოს შემოდებული. 30-ზე მეტმა კანდიდატმა გასაუბრება გაიარა და გადაწყვეტილებას ელოდება. მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, აქაც გამოიჩინონ სითამამე და პოლიტიკური ნაბიჯი გადადგან, რადგან ქვეყანას სჭირდება, რომ შეთანხმდეს 5 კანდიდატი, ვინც შეიძლება იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 2022 წლის 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner