logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ოპოზიციაა
- +

21 აპრილი. 2023. 00:32

 

 

30 წლის განმავლობაში დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ოპოზიციაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია სადაც იკრიბებოდა, ზუსტად იმ ფანჩატურის პირობებს დაუბრუნდა.

 

„ყველა თემა, რითაც ამწვავებენ მდგომარეობას, გარედან შემოტანილია, არადა საკითხების მეტი რა არის საქართველოში, რაზეც შეუძლიათ ააწყონ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ერთია, რომ აყოლილი არიან და უყურებენ თავის უცხოელ პარტნიორებს და სიგნალებს, საიდან იქნება მხარდაჭერა და მეორეა, რაც დღეს გამოჩნდა და ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი სიგნალი. ის, რაც მოხდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც 1%-იანი ბარიერის პირობებში 9 სუბიექტმა გადალახა ბარიერი, ამას უნდა გამოეწვია პლურალიზმი პარლამენტში. სინამდვილეში 8 სუბიექტი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ და მისი სატელიტი. ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც გარკვეული დაყოფა მოხდა რადიკალებად, მეტად კონსტრუქციულებად, რომლებმაც რაღაც საკუთარი დღის წესრიგი გაიჩინეს. ახლა ვნახეთ, რომ როგორც კი რაღაც მომენტი გაჩნდა, კვლავ ყველა შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო. ეს არის ყველაზე დასანანი, როდესაც ვუყურებ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც სცადეს გარკვეული პერიოდი დამოუკიდებელი დღის წესრიგის შექმნა, საკუთარი ელექტორატის და ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მომავალ არჩევნებზე უფრო მეტი შედეგი მიიღონ, დღეს ისინი, თან გახარებულები, რომ ერთად ვართ და გაერთიანებულები ვართო, ვისთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“? ეს არის სწორედ ის სიმპტომი, რომ ვერაფერს ვერ სწავლობენ საკუთარი შეცდომებიდან. სადაც იკრიბებოდნენ, ზუსტად იმ ფანჩატურის პირობებს დაუბრუნდნენ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან გაერთიანებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner