ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზის მერს, ან იდალგოს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ან იდალგოს ურყევი პოზიცია რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ჩემთვის პარიზი არის ადამიანის უფლებათა დედაქალაქი. და არა მხოლოდ ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია - ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებები. ჰუმანიზმის ღირებულებები. ევროპის ღირებულებები.
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თუ ომი გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს დაესხნენ ჩვენ და ჩვენს ღირებულებებს. თუ ომი გაგრძელდა, პარიზში რუსი სპორტსმენების მიღება შეუძლებელია.
ამიტომ ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ სპორტსმენები, საერთაშორისო ფედერაციები და ქვეყნები. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენს ბრძოლაში. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, - აღნიშნა პარიზის მერმა.