„შეფასებებთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი პოზიტიურია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეკომენდაციების შესრულების კუთხით“,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მოველით, რომ შეფასება იქნება პოზიტიური. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ეს არის პოლიტიკური და იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ მდგენელს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.