logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლის ზეპირ მოხსენებაზე: ეს დოკუმენტი იქნება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ევროკომისია შეფასებას დაიწყებს
- +

21 აპრილი. 2023. 01:50

 

 

ივნისში, საქართველო ევროპული საბჭოს წინაშე ევროკომისიის წარმომადგენლის ზეპირ მოხსენებას ელოდება. როგორია საქართველოს მოლოდინი ამ დოკუმენტზე”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„ეს დოკუმენტიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ევროკომისია დაიწყებს შეფასებას. გარდა იმ კითხვარისა, რომელიც შეავსო საქართველომ ასევე ეს დოკუმენტიც იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათ მიერ გამოტანილი დასკვნებისა და შეფასებების.

 

ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც საუბრობს ევროკომისია და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ველოდებით, რომ ზეპირი მოსმენის შემდეგ ახალი ნიშნულები გამოგვეკვეთება და უკვე ოქტომბერში გვექნება დასკვნა, რომელსაც კომისია მოამზადებს ევროპული საბჭოსთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner