logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე: მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ გვექნება მხარდაჭერა
- +

21 აპრილი. 2023. 01:58

 

 

ხვალ ხელი მოეწერება ახალი სტრატეგიული დიალოგის ფორმატს, სადაც იტალიასთან ერთად გავაგრძელებთ იდენტიფიცირებული პრიორიტეტების მიმართულებით მუშაობას, - ამის შესახებ იტალიაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელთანაც ვისაუბრეთ მათი მხარდაჭერის მობილიზების აუცილებლობაზე და მისგან ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ, რომ გვექნება მხარდაჭერა. იტალიის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია და სწორედ ეს იქნება ჩვენი 2-დღიანი ვიზიტის მთავარი საკითხი იმისთვის, რომ იტალია იყოს ხმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner