logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იტალიელ კოლეგას შეხვდება
- +

21 აპრილი. 2023. 11:40

 

 

ხელი მოეწერება ახალ სტრატეგიული დიალოგის ფორმატს, სადაც ჩვენ იტალიასთან ერთად გავაგრძელებთ იდენტიფიცირებულ პრიორიტეტებზე მუშაობას და ორ სამინისტროს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და დინამიური გახდება, - ამის შესახებ იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

„უნდა ითქვას, რომ რადგან საკითხი მიიღება კონსენსუსის პრინციპით, ყველა წევრი ქვეყნის ხმა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დღეს იტალიაში ვიმყოფები“, - აცხადებს მინისტრი.

 

საქართველოს ევროპული მომავალი და 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღება მთავარი თემებია იტალიაში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის დროს. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდება. ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი ხელს მოაწერენ მაღალი დონის დიალოგის ინიცირებას, რაც საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს ბევრ სფეროში კიდევ უფრო გაამყარებს. მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას ამბობს, რომ წევრი ქვეყნები სრულყოფილად იღებენ ინფორმაციას კომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე და ოფიციალურ თბილისს დადებითი შეფასების და ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner