„BBC“-ის ცნობით, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედანზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ადგილზე კოსმოსური კომპანია SpaceX-ი რაკეტას გაშვებისთვის ამზადებდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოცემის თანახმად, მსხვერპლსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.