logo_geo
eng_logo
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

21 აპრილი. 2023. 13:15

 

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით გათვალისწინებული აქტივობებზე იმსჯელეს დღეს პარლამენტში. შეხვედრა საკითხზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის შედგა.  

 

გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტის მიერ პრინციპების დონეზე მიღებული კონცეფცია უნდა აისახოს სამინისტროების სამოქმედო გეგმებში.

 

„ჩვენ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის განხორციელების შემდგომ ეტაპზე ვართ გადასული. დღეს, უკვე დეტალურად გავწერეთ რა ფორმით და რა აქტივობებს განახორციელებენ სამინისტროები. საზოგადოებას, შემდგომში უკვე გავაცნობთ კონკრეტულ მაგალითებს, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner