-
+
21 აპრილი. 2023. 13:40
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის 11 წელი შეაფასა.
უმრავლესობის წევრმა აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.
„ყველაზე მთავარი რაც არის, ასოცირების შეთანხმებაა, რომელიც 2014 წელს გაფორმდა. მეორე უდიდესი მიღწევა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა და უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან დიდი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.