„ძალიან ბევრი ადამიანისთვის პირადი ტრაგედიის მომტანი იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება - სწორედ იმ ადამიანებისთვის, მომავალი მსხვერპლებისთვის ხელისუფლების ცვლილებით შესაძლებელი გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის თავიდან აცილება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„რეალურად საქართველოში მშვიდობის მომტანი აღმოჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება, რაც რა თქმა უნდა, დაფასებას საჭიროებს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.