logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ჩინეთის შესაბამის ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს
- +

21 აპრილი. 2023. 14:30

 

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო პერსონალთა გაცვლის 21-კონფერენციაში და რამდენიმე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

 

ქ. ვუჰანსა და ქ. შენჭენში გამართულ სიმპოზიუმებზე ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა.

 

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კვლევითი დაწესებულებები და ინსტიტუციები წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობენ.

 

ქ. შენჭენის საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია  მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner