logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

21 აპრილი. 2023. 14:50

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაველ კოვალს და თანმხლებ დელეგაციას, ასევე კავკასიის და „კაზიმირ პულასკის“ ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

 

„განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის და საქართველო-პოლონეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობის საკითხები, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ვისაუბრეთ ვარშავის უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება დაეთმო ასევე შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებს და  ევროატლანტიკურ სივრცესა და ფორმატებში საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ ტენდენციებსა და მნიშვნელობას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner