logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- +

21 აპრილი. 2023. 15:14

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

 

“ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის რუსულ ოკუპაციაზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე და მისი შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე. ევროკავშირი დიდ როლს ასრულებს საქართველოს უსაფრთხოებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განსაკუთრებით მაღალი დინამიკით გამოირჩევა. მზარდია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის მხარდაჭერა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაფართოვდეს” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner