logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: კეზერაშვილი აშშ-სთვის „საჭირო იდიოტის“ ფუნქციას ასრულებს
- +

21 აპრილი. 2023. 16:41

 

 

„ქალბატონო ელჩო, ვის ემსახურებით? რამდენიმე დღის უკან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა სავიზო შეზღუდვა რამდენიმე მოქმედ და არამოქმედ მოსამართლეს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. იგივე გაიმეორა კელი დეგნანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლეთა კორუფციის შესახებ საჯარო სივრცეში უამრავი ინფორმაცია არსებობს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე სვამს კითხვას, თუ ვის ემსახურება კელი დეგნანი:

 

„მარტივად, რომ ვთქვათ დასაბუთების ნაწილში პირდაპირ თქვეს, რომ ვეყრდნობით არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ფაქტებს, არამედ საჯარო ღია ინფორმაციას. მოსამართლეთა სავიზო რეჟიმის შეზღუდვისთვის ღია ინფორმაცია საკმარისი იყო, კეზერაშვილის შემთხვევაში კი არც სასამართლოს გადაწყვეტილება და არც ღია ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მისთვის სავიზო შეზღუდვა დაეწესებინათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ კეზერაშვილი აშშ-სთვის „საჭირო იდიოტის“ ფუნქციას ასრულებს. რამდენიმე თვის წინ ქართულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის უწყებად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა, საუბარია 5 მილიონ ევროზე. შემდეგ იყო „ბიბისის“ სიუჟეტი, სადაც კეზერაშვილი მისტერ ოფშორად არის მოხსენიებული და იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად სახელდება, რომელმაც თაღლითური გზით ევროპელი პენსიონერების კუთვნილი ერთი მილიარდი ევრო მიითვისა. კეზერაშვილის შემთხვევაში გვაქვს ღია ინფორმაცია, გვაქვს სასამართლოს განაჩენი, მაგრამ არ გვაქვს აშშ-ის რეაგირება, რაც დეგნანის მიმართ დამატებით კითხვებს აჩენს. ვის ემსახურება ქალბატონი ელჩი?“, - წერს დავით ჩიხელიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner