„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნინა კობახიძის ფეისბუკ სტატუსს აზიარებს, სადაც ის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ქადაგიძე წერს, სამარცხვინოა, როდესაც აჰყვები ფაშისტურ-ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას უსაბუთოდ და უმისამართოდ.
„სამარცხვინოა, როდესაც აჰყვები ფაშისტურ - ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას და კრიტიკას უსაბუთოდ და უმისამართოდ. ადამიანი აკეთებს გზას, არემონტებს, ცუდს გარდაქმნის კარგად, გაფუჭებულს აკეთებს... როგორ შეიძლება ამხელა ღვარძლი და ნეგატივი დააფრქვიო, როცა ზუსტად იცი, რომ დისკომფორტი ემსახურება განახლებას? კახა კალაძე, მიაწექი ბოლომდე და გაალამაზე თბილისი!!!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.