logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოავლენს ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის შეფასებაზე, რომელმაც თავის დროზე ევროპარლამენტს შესთავაზა, რომ „კეზერაშვილი დევნილობაში მყოფი მედიამენეჯერია“
- +

21 აპრილი. 2023. 17:15

 

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოავლენს ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის ინიციატივებზე, რომელმაც თავის დროზე ევროპარლამენტს შესთავაზა, რომ „კეზერაშვილი დევნილობაში მყოფი მედიამენეჯერია“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„არ არის ყველა ის ხალხი, განსხვავებით ერთი ნაწილისგან, რომელიც შეიძლება დიდხანს შეეგუოს მათ მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების მძევლის როლში ყოფნას. ისინი ყოველთვის მზად არიან, თუკი ოდესმე შეცდომა დაუშვიათ, აღიარონ და სრულიად სხვა მიმართულებით ნაბიჯები გადადგან, ამიტომ როცა განცხადებები გაკეთდა, რომ ეს არის მედიამენეჯერის დევნა“, როცა კეზერაშვილზე ვსაუბრობდით და ეს ევროპარლამენტის მხრიდან შეწყნარებული იყო, ბუნებრივია, ახლა ყველა ხვდება, რომ არავითარი მიზეზი ამას არც მაშინ გააჩნდა და არც ახლა გააჩნია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner