საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის წევრებთან, ირაკლი ჩიქოვანთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაველ კოვალს და „კაზიმირ პულასკის ფონდის” წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების საკითხები, აგრეთვე ქართულ -პოლონური ურთიერთობები. განვიხილეთ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს შესახებ ცალკე თემატური პანელის გამართვის შესაძლებლობა და მივიღეთ მოწვევა საპარლამენტო დელეგაციისათვის“ , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.