logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვიცავთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ურთიერთობებს და ელჩი აზიანებს
- +

21 აპრილი. 2023. 18:58

 


ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს, ეს არ არის ის დემოკრატია, რისკენაც მიილტვოდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენ ვიცავთ ამ ურთიერთობებს და ელჩი აზიანებს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალამ“ საქმიანობის დაწყების პირველივე წუთებიდან შეძლო, რომ მათ შორის ამერიკის ელჩი ვალდებული გახდა კულისებში არ აწარმოოს მოლაპარაკებები და ეს საჯაროდ გააკეთოს.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მაკრონი, შარლ მიშელი, პირდაპირ სიტყვებით საუბრობენ აშშ-ზე, რაც 6-7 თვის წინანდელ „ხალხის ძალის“ განცხადებებში შეგიძლიათ იხილოთ. შეერთებული შტატების ელჩის განცხადება და ქმედებები აზიანებს ურთიერთობებს, თორემ ჩვენ სიმართლე გამოვიტანეთ სააშკარაოზე. პირველი, რაც გააკეთა „ხალხის ძალამ“ არის ის, რომ ჩვენ შევძელით და კულისებიდან სწორი ინფორმაცია გამოვიტანეთ და სწორად მივაწოდეთ საზოგადოებას. დღემდე ამით შეძლო ქართულმა ხელისუფლებამ, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ ერთიანად. მეორე, რაც შევძელით, დღეს უკვე ვალდებული გახდა, მათ შორის ამერიკის ელჩი, რომ კულისებში კი არ აწარმოოს მოლაპარაკებები, არამედ საჯაროდ გააკეთოს ეს იმიტომ, რომ სხვა გზა არ დავუტოვეთ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის დამოკიდებულებებზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პირდაპირ იმას ამბობს, რომ არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. როდესაც საუბარია კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სამ ინსტანციას აქვს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისი მტკიცებულებებით, ის პატივს არ სცემს ქართულ მართლმსაჯულებას და არაფრად აღიარებს ამ დამოუკიდებლობას, ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას. ამ დროს მოსამართლეებზე მტკიცებულებების გარეშე იძახის, რომ მე ვიცი, რომ კორუმპირებულები არიან და ამიტომ უნდა დასანქცირდნენო. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის მარტო. ეს არის პირდაპირი დაცინვა საზოგადოების. „ნაცმოძრაობის დროს“ მართალია მიკერძოებული იყო სასამართლო და ჯიბეში ედო სააკაშვილს, მაგრამ ვიღაც მოწმეებს მაინც მოიყვანდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში თურმე ელჩი ყოფილა ისეთი სასამართლო, რომელსაც მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებაც კი არ აქვს. იტყვის, მაქვს მტკიცებულებებიო და ამით უნდა დასრულდეს საუბარი ყველაფერზე და აპრიორი მისი სიტყვები ჭეშმარიტად უნდა იყოს მიჩნეული. სწორედ ეს აზიანებს ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებს, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ეს არ არის დემოკრატია, რისკენაც მიილტვოდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენ ვიცავთ ამ ურთიერთობებს და ელჩი აზიანებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner