logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, ნებისმიერი ბავშვისთვის შემოვიდეს და დაინერგოს უსაფრთხოდ
- +

21 აპრილი. 2023. 19:01

 

აქონდროპლაზია იწვევს ზრდის შეფერხებას და ამ შემთხვევაში სასიცოცხლო გართულებები იშვიათად დგება. არის გარკვეული თანმხლები მდგომარეობები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მედიკამენტი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, არ აღმოფხვრის. მას აქვს თავისი კონკრეტული ეფექტი, რაც უკავშირდება ზრდის სტიმულირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით შესწავლის ფაზაშია, რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად სტაბილური იქნება „ვოსორიტიდტის“ ეს ეფექტი

გამომდინარე აქედან, ის მოლოდინი, რომ მედიკამენტი სრულიად აღმოფხვრის ყველა პრობლემას, რომელიც ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მოლოდინი და აქედან გამომდინარე ჩვენ ამიტომ გვინდა დაბალანსებული და სწორი მიდგომა. სიჩქარე არასდროს არ უხდება მედიცინაში არცერთ გადაწყვეტილებას, უნდა იყოს დროული და უსაფრთხო ეს გადაწყვეტილებები. პირველი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, ნებისმიერი ბავშვისთვის შემოვიდეს და დაინერგოს უსაფრთხოდ. კონსულტაციები არ შეჩერებულა და გაგრძელდება. ჯგუფი მუშაობს, მუშაობს საბჭო, რომელიც არის იშვიათი დაავადებების საბჭო და იშვიათი დაავადებები ქვეყანაში ბევრია. ბავშვები, რომელთაც იშვიათი დაავადებები აქვთ და სჭირდებათ მედიკამენტებზე წვდომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მრავლობითი საჭიროებები ჩვენთვის ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველა თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე ექსპერტების ჯგუფი მუშაობს, მშობლები მონაწილეობენ ამ ჯგუფში, ჩვენ მზად ვართ რომ ეს დიალოგი, კონსულტაციები გაგრძელდეს იმისთვის, რომ უსწრაფეს ვადაში მოხდეს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ დამოუკიდებლად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ აქ კიდევ რაღაც დამატებით ალტერნატიული კვლევები ვაწარმოოთ. მანამდე, რაც ცნობილია რომ ეფექტურია და მუშაობს აუცილებლად ამ ბავშვებს ეს სერვისი მიეწოდებათ იქნება ეს ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner