logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ასფალტის საფარი რამდენიმე ქუჩაზე იგება
- +

1 სექტემბერი. 2016. 19:57


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს.  რეაბილიტაცია უტარდება ღრმაღელეს პირველ შესახვევს, სადაც ასფალტის საფარი 2 700 კვ/მ ფართობზე იგება.  ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე შეიცვალა ცენტრალური წყალსადენის ქსელი.




სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.




ღრმაღელეს პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია 20 სექტემრისთვის დასრულდება.  პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 145 350 ლარია.




კაპიტალური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დაისის ქუჩასა და დაისის I, II შესახვევებში. ორივე ობიექტზე საგზაო სამუშაოებს,  შპს „სამშენებლო ლაბორატორია" ნაძალადევის რაიონის დაკვეთით  აწარმოებს.




ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ხუთ ქუჩაზე მიმდინარეობს.  წლის ბოლომდე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ   რამდენიმე ქუჩას.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner