logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: შეიქმნა მაღალი დონის დიალოგის ფორმატი საქართველოსა და იტალიას შორის, ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს ღირებულ შედეგებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პროცესში
- +

21 აპრილი. 2023. 21:05

 

შეიქმნა მაღალი დონის დიალოგის ფორმატი საქართველოსა და იტალიას შორის, რომელიც იქნება ძალიან ღირებული პლატფორმა და ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს თავის ღირებულ შედეგებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალიელი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ იტალია კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვება ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საქმეში.

ჩემს იტალიელ კოლეგას ვუთხარი, რომ მის ქვეყანაში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვსურს იტალია იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი ხმა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ მისგან მივიღეთ დაპირება, რომ იტალია კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner