logo_geo
eng_logo
ზამირა შონია: გიორგი გაფრინდაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უზნეობაა
- +

10 მარტი. 2016. 15:48



თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის პროფესორი ზამირა შონია თსუ-ს კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას მიესალმება. მისი თქმით, გაფრინაშვილი მისი პიროვნული თვისებებიდან და განათლებიდან გამომდინარე აღნიშნული პოზიციისთვის საუკეთესო კადრია.



მე გულწრფელად გეტყვით, გიორგი ჩემი სტუდენტი იყო. ის თვითმმართველობაშიც იყო და ძალიან აქტიური წევრიც იყო. უწესიერესი და უპატიოსნესი პიროვნებაა. მაგისტრატურაშიც კი ვასწავლიდი. საუკეთესო განათლება აქვს, არაჩვეულებრივი სტუდენტი იყო. მე არ მესმის ამ ადამიანის მიმართ გამოთქმული ბრალდებები, ენას ძვალი არ აქვს. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი წესიერი შვილები. ახლა კი, რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს ისნაციონალური მოძრაობის" კადრია და ზონდერი იყო, ეს არის სისულელე, გამორიცხულია. იცით, 7 ნოემბერს მე გაზით მოვიწამლე. გიორგი განსაკუთრებით მგულშემატკივრობდა. როგორ ფიქრობთ, ზონდერი რომ ყოფილიყო, ამას იზამდა? რასაკვირველია - არა. ეს ბრალდებები არის უზნეობა, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია. მსგავს რამეს გიორგი არასდროს იკადრებდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას სტუდენტების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ესწრება. მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გახლავართ. ჩემი ფაკულტეტიდან ამ აქციაზე ერთი ადამიანიც კი არ მისულა", - განაცხადა ზამირა შონიამ.

 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სენატს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს დღეს წარუდგენს. სტუდენტების ნაწილი აპირებს, აქცია გამართოს და სენატს მოუწოდოს, გაფრინდაშვილი კანცლერად არ აირჩიოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner