logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
- +

1 სექტემბერი. 2016. 20:10



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, ოჯახს ბოლო ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთან კონტაქტისა და მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა. „ოთარ ვარამაშვილს  ხანმოკლე პაემანი ბოლოს ჰქონდა დედასთან მიმდინარე წლის 12 აგვისტოს", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, სამინისტრომ თავის განცხადებაში ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ვარამაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს.  დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს  დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში",  - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner