logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაჯილდოვდა
- +

22 აპრილი. 2023. 14:33

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დააჯილდოვა.

 

ლაბორატორიას ჯილდო უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, სტაჟირების პროგრამებისა და  სტუდენტთა დასაქმებისთვის გადაეცა.

 

„სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ლაბორატორიაში არაერთმა სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა; სტუდენტების ნაწილი კი, ლაბორატორიაშია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ქეთევან თოთლაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner