მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.
ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 288 937 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ახორციელებს.