logo_geo
eng_logo
მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება
- +

22 აპრილი. 2023. 16:39

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.

 

ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 288 937 ლარი დაიხარჯება.  სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner