ეს პრეპარატი ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ზრდას უწყობს ხელს და მექანიზმებს არეგულირებს, მაგრამ გართულების 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რამაზ ყურაშვილმა „ქრონიკაში“ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.
„მაგალითად წნევის დაცემა. მოქმედებს ადამიანის 3 მაგისტრალურ, განვითარებულ სისტემაზე, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას არეგულირებს - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულისა და თირკმლის ფუნქციებზე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ერთი წუთით რომ გამოითიშოს? შეიძლება ვინმეს ინექციის დოზა შეეშალოს, რის გამოც პაციენტს წნევა დაუვარდება. პაციენტების ასაკი ერთ კვლევაში არის 5-დან 15 წლამდე, მეორე კვლევაში - 5-დან 18 წლამდე. დიაგნოზი ძალიან ადვილად ისმევა. ჩამორჩენაა ზრდაში. საქართველოში შეიძლება რამდენიმე ათეულია ასეთი პაციენტი, მაგრამ მკურნალობას რომლებიც ექვემდებარებიან, ესენი არიან 15 თუ 20“, - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.