logo_geo
eng_logo
რამაზ ყურაშვილი „ვოსორიტიდზე“: ეს პრეპარატი ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ გართულების 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს
- +

22 აპრილი. 2023. 21:34

 

ეს პრეპარატი ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ზრდას უწყობს ხელს და მექანიზმებს არეგულირებს, მაგრამ გართულების 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რამაზ ყურაშვილმა „ქრონიკაში“ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

მაგალითად წნევის დაცემა. მოქმედებს ადამიანის 3 მაგისტრალურ, განვითარებულ სისტემაზე, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას არეგულირებს - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულისა და თირკმლის ფუნქციებზე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ერთი წუთით რომ გამოითიშოს? შეიძლება ვინმეს ინექციის დოზა შეეშალოს, რის გამოც პაციენტს წნევა დაუვარდება. პაციენტების ასაკი ერთ კვლევაში არის 5-დან 15 წლამდე, მეორე კვლევაში - 5-დან 18 წლამდე. დიაგნოზი ძალიან ადვილად ისმევა. ჩამორჩენაა ზრდაში. საქართველოში შეიძლება რამდენიმე ათეულია ასეთი პაციენტი, მაგრამ მკურნალობას რომლებიც ექვემდებარებიან, ესენი არიან 15 თუ 20“, - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner