logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- +

23 აპრილი. 2023. 11:21

 

 

24-25 აპრილს პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება შალვა პაპუაშვილის შეხვედრები როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

 

წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner