logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი, ვინც დღეს კეზერაშვილს იცავს, ავტომატურად ხდება კრიმინალური თანხების ბენეფიციარი
- +

23 აპრილი. 2023. 12:47

 

 

„ჯერ „ბიბისი“ მიუახლოვდა კეზერაშვილის კრიმინალური სინდიკატის კვალს, ახლა უკვე „ევროპოლი“ და „სკოტლანდ იარდი“. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, ვინაიდან ნებისმიერი, ვინც დღეს იცავს მათ, ავტომატურად ხდება მათი კრიმინალური თანხების ბენეფიციარი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სცადეს, „ქოლცენტერების“ საქმეზე ისრები „ქართული ოცნებისკენ“ გადაესროლათ.

 

„როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხე იგრძნეს და იკადრეს უკადრებელი, როდესაც საკუთარი გარემოცვის უახლოესი წევრი ფაქტობრივად გაწირეს და სცადეს, გადმოეტანათ ისრები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერზე. მათ რეალურად ამით საკუთარ ამორალურ ბუნებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ფაქტობრივად უკვე აღარ დარჩა ვინმე, ვინც არ იცის და არ არის დარწმუნებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, ვინაიდან ნებისმიერი, ვინც დღეს იცავს მათ, ავტომატურად ხდება მათი კრიმინალური თანხების ბენეფიციარი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner