ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ტალახაძე ატაცში ოქროს მედალს დაეუფლა.
მან სომხეთის წარმომადგენელს ვარაზდალ ლალაიანს სძლია.
ლაშა ტალახაძემ მესამე წრეზე 222 კილოგრამის დაძლევა შეძლო და მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბაქარ თურმანიძემ ატაცში 170/176 კგ დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
https://www.youtube.com/watch?v=Qul__GFQrIU