logo_geo
eng_logo
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გარე სივრცეში „ფიროსმანობა 2023“ გაიმართა
- +

23 აპრილი. 2023. 20:02

 

 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გარე სივრცეში ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ფიროსმანობა 2023“ გაიმართა. ღონისძიებაზე ნიკო ფოროსმანის შემოქმედება გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას თქმით, კვირაცხოვლოება არის აღდგომის სწორი და აღდგომის სწორ დღეს ნიკალასთან ერთად დღესასწაულობენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

„კვირაცხოვლოება არის აღდგომის სწორი და სწორედ აღდგომის სწორ დღეს ნიკალასთან ერთად ვდღესასწაულობთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ანუ, სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე და ა.შ. მისი შემოქმედებაც, მისი ცხოვრებაც და მისი ადამიანური ღირსებები და ზნეობრივი ფასეულობები სწორედ დამყარებული იყო მთავარ ქრისტიანულ მცნებებზე“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner