logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია
- +

23 აპრილი. 2023. 20:25

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიიდან განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

 

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში.

 

უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner