logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა აღიკვეთა და პასუხისგებაში არიან ადამიანები მიცემული - გერმანიის პროკურატურისა და გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ამას უმაღლესი შეფასება მიეცა
- +

23 აპრილი. 2023. 20:41

 

 

საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა აღიკვეთა და პასუხისგებაში არიან ადამიანები მიცემული. გერმანიის პროკურატურისა და გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ამას უმაღლესი შეფასება მიეცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფულის აკუმულირება ხდებოდა საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად.

 

„ფულის აკუმულირება შემდგომში ხდებოდა ისევ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკური სპექტრის მოწამვლისათვის, რომ ისინი ნორმალურ ოპოზიციურ, დემოკრატიულ ველში არ მოქცეულიყვნენ და ყოფილიყვნენ რადიკალური დღის წესრიგის გამტარებლები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner