logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის ხაზი - უნდათ, რომ ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებისთვის გამოიყენონ
- +

23 აპრილი. 2023. 21:00

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ბუნებრივია, უხეში ჩარევა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის ხაზი და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებისთვის.

 

„დღეს რადიკალური ოპოზიციის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ხაზი, დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის ხაზი და მათ შორის, მათ უნდათ რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებისთვის. ეს არის მათი გეგმა და მიზანი. გარდა ამისა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ საუბრობს სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ეს არის ამორალური. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სასამართლოს თემაზე შექმნან საგამოძიებო კომისია. ისინი არიან თავის დროზე სისხლიანი სასამართლო სისტემის ავტორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

 

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner