logo_geo
eng_logo
მამუკა სალუქვაძე: გენგეგმის ჯგუფთან კოორდინაციის გარეშე თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაუშვებელია
- +

1 სექტემბერი. 2016. 20:45


 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტზე მომუშავე "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი მამუკა სალუქვაძე დაუშვებლად მიიჩნევს, დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე გუნდთან კოორდინაციისა და მომავალი გენგეგმის ხედვებისა და ძირითადი პრინციპების გაუთვალისწინებლად, თბილისის ზღვაზე 261 ჰექტარი მიწის ფართობზე "ახალი ქალაქის" მშენებლობას.


ამასთან დაკავშირებით, "სითი ინსტიტუტი საქართველო" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას განცხადებით მიმართავს. „სითი ინსტიტუტი საქართველო", ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტზე. სამუშაომ, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია შესული, უნდა განსაზღვროს ქალაქის ურბანული განვითარება 2030 წლამდე. როგორც მედია საშუალებებიდან გახდა ცნობილი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულია „ჯინო გრინ სითი კორპორაციის" და საპარტნიორო ფონდის პროექტი, რომელიც გულისხმობს "ახალი ქალაქის" - „თბილისი ეკო გრინ სითის" მოწყობას 261 ჰექტარ ფართობზე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გუნდთან კოორდინაციისა და მომავალი გენგეგმის ხედვებისა და ძირითადი პრინციპების გაუთვალისწინებლად, თბილისში ამ და მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.


​როგორც „სითი კვირას" საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, „ჯინო გრინ სითი კორპორაციასა" და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკოქალაქის - „ჯინო გრინ სითის" მშენებლობა იგეგმება. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროებთან, გასართობ და სავაჭრო ობიექტებთან ერთად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობასაც გულისხმობს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner