„წლების განმავლობაში ამ ორკესტრირებულმა კამპანიამ, რომლის უკანაც, კულისებში ყოველთვის იდგა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მოქმედებდა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ამგვარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით, ამან ის შედეგი ვერ გამოიღო, რაც უნდოდათ, ანუ, სასამართლოს ჩამოშლა და შემდგომ მასზე გავლენის მოპოვება“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ფორმალურადაც საელჩო თვითონ ჩაუდგა უკვე ამ კამპანიას სათავეში.
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, როცა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?
„ელჩისგან განსხვავებით მოსამართლემ [გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე] დაასახელა ვითარება, როდის მოხდა ზეწოლის ფაქტი და ვინ მოსთხოვა ანგარიში. ანუ, კონკრეტიკა იყო სახეზე. ინფორმაციის ერთობლიობა იყო ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულიყო, მისი წარმომადგენელი მის პარტნიორ სახელმწიფოსთან მიმართებაში რა სტანდარტებით მოქმედებს, რა ქმედებებს ახორციელებს. რატომ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.