logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: საქართველოს სასამართლოების რეიტინგი სტაბილურად იწევს მაღლა და ასწრებს ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს
- +

24 აპრილი. 2023. 00:31

 

 

საქართველოს სასამართლოების რეიტინგი სტაბილურად იწევს მაღლა და მაღლა. ასწრებს ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საჯარო სივრცეში არის სააკაშვილ-კეზერაშვილის კლანის კრიტიკა, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი.

 

„როდესაც არცერთი მტკიცებულება არ გაქვს და არც იძლევი, როდესაც ამბობ, რომ მტკიცებულებები ისედაც ყველამ იცისო, ყველაფერი საჯარო სივრცეშიაო, რაზე მეტყველებს ეს? საჯარო სივრცეში არის სააკაშვილ-კეზერაშვილის კლანის კრიტიკა, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი. სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ მტკიცებულებას არ მოგცემთო, ეს ხომ აბსურდია?“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner