ავტორი ანა ნონიკაშვილი
„სააკაშვილის კონტაქტები პირებთან, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ დაკავშირებულები არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ბევრ კითხვას ბადებს",- ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრობს. ბათიაშვილის განცხადებით, საქართველოს სპეცსამსახურებისთვის პირველი საკითხი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტების შესწავლა უნდა იყოს.
„სააკაშვილის კონტაქტები პირებთან, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ დაკავშირებულები არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ბევრ კითხვას ბადებს, რისთვის სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ეს კონტაქტები? რა მიზანს ისახავს ეს ყოველივე? რა თქმა უნდა, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. აღნიშნულ საკითხზე უნდა იმუშაოს ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა. რამდენად აქვთ მათ ინფორმაცია, ჩემთვის არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი პირველი საკითხი უნდა იყოს სააკაშვილის კონტაქტების შესწავლა", - განაცხადა ბათიაშვილმა.