logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს
- +

24 აპრილი. 2023. 12:35

 

 

„აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და „ფორმულამ“ დამბლოკა! (ცხადია, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი)“, - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ტვ „ფორმულაში“ მისი სტუმრობის ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში არა მანდატების, არამედ ნდობის კრიზისი დგას და რაც მოხდა, იმან კრიზისი მხოლოდ გააღრმავა, ეს კი იმ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებსაც გამოცდილება და ნებისყოფა არ ეყოთ.

 

მისი თქმით, არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს.

 

„აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და „ფორმულამ“ დამბლოკა! (ცხადია, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი).

ამიტომ არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობს.

 

ხელისუფლებაშიც ასე მოიქცევიან.

 

მგონი ფართოვდება ამ საკითხზე კონსენსუსი“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner