საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილისა და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 462 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი („Iphone“ 166 ცალი, „Samsung“ 296 ცალი) გამოავლინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 768 250 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.