logo_geo
eng_logo
უკრაინის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ბრძანება გასცა
- +

1 სექტემბერი. 2016. 21:29



როგორც BBC- ი იუწყება კიევის პეჩორსკის რაიონულმა სასამართლომ გამომძიებლებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს დაპატიმრების უფლება მისცა.


სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების მეთაური ემალება სასამართლომდელი გამოძიების ორგანოს. კიევის სასამართლოს დადგენილება 2017 წლის თებერვლამდე მოქმედებს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის 18 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან სერგეი შოიგუ და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი.


 ისინი ეჭვმიტანილები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში უკრაინის ეროვნული და სამოქალაქო, ასევე მშვიდობისა და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ. მათზე უკრაინის ტერიტორიაზე ძებნა გამოცხადდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner