logo_geo
eng_logo
29 აპრილს „ბათუმობა 2023“ გაიმართება
- +

24 აპრილი. 2023. 15:44

 

 

ბათუმის მერია გილოცავთ ბათუმობას და 2️9 აპრილს მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოგიდგენთ.

 

საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების კადრების ჩვენება, ანიმატორების წარმოდგენა, ქართული კერძების დაგემოვნება გაიმართება.

 

13:00 სთ. - „საპატიო ბათუმელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.

19:00 სთ. - მიუზიკლი „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia“.

 

დღესასწაული „ბათუმობა 2023“ 21:00 საათზე საზეიმო გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner