logo_geo
eng_logo
კრწანისის რაიონში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
- +

24 აპრილი. 2023. 19:55

თბილისს შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება - N108 ბაგა-ბაღი კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე შენდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან, კრწანისის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები.

საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 50-მდე მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner